ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, კადრების უცხოეთში გადინებასთან გამკლავებაში, რაც სრულიად სექტორის დიდი გამოწვევაა, ფაქტობრივად უძლური ვართ. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა „ევექსი კლინიკებისთვისაც”, - ამის შესახებ Forbes Georgia-ს იანვრის გამოცემასთან ინტერვიუში „ევექსი კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გორდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კადრების დეფიციტი რეგიონებში უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე თბილისში.
„ექიმებზე მეტად პრობლემური საექთნო მიმართულებით კადრების მოძიებაა, ვინაიდან ქვეყნიდან ამ კუთხით დიდი გადინებაა. პოსტკოვიდურ პერიოდში ეს ტენდენცია გაიზარდა, ვინაიდან სამედიცინო პერსონალზე გლობალურად გაზრდილია მოთხოვნა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვა სოციალური მნიშვნელობის, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული დარგია, შესაბამისად, ინფლაციის ტვირთის 100%-ით ფასებზე ასახვა გამორიცხულია. შესაბამისად, ყოველთვის გვიწევს ოქროს შუალედის და ბალანსის პოვნა – ერთი მხრივ, თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული და დამსახურებული ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ფასები ისე არ გაიზარდოს, რომ საბოლოო ჯამში, ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ვფიქრობ, ამ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ვართმევთ თავს. ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემები გვაქვს, რომლებიც ნაწილობრივ კადრების სხვა დაწესებულებებში გადინების პრევენციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი გორდაძემ.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ევექსი კლინიკები“ სერვისებისა და პოლიკლინიკების რაოდენობას მუდმივად ზრდის, კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ წინმსწრებად დაიკავოს თადარიგი და კადრები დაგეგმილ რეჟიმში მოიზიდოთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი