საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 21 მარტს გაიმართა და ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
ლევან კობიაშვილმა „კოკა-კოლა“-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორის ყოლის გამო მოხარულები არიან.
მისივე თქმით, "კოკა-კოლა" ასევე 21-წლამდე ჩემპიონატის აქტიური მხარდამჭერია, რის გამოც მადლიერება გამოხატა.
„ოფიციალურად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვითანამშრომლებთ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს, მეგობარი რომლებიც არა მარტო ამ პერიოდში, არამედ წლების განმავლობაში ყოველთვის ედგა ქართულ ფეხბურთს, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ერთობლივად, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში.
მინდა ხაზი გაუსვა, რომ „კოკა-კოლა“ არის აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი მოახლოებული 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუმინეთთან ერთად ჩატარდება და ცხადია ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს ერთად დაგეგმილი.
ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტშიც და კერძოდ, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატშიც „კოკა-კოლა“ აქტიურად იქნება ჩართული. მინდა მადლიერება და ჩვენი პატივისცემა გამოვხადო და დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა წარმატებული აღმოჩნდება ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვისაც და საქართველოს ფედერაციისთვისაც“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ: ევრო 2023! უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
"კოკა-კოლა" და ფეხბურთი არ არსებობენ ერთმანეთის გარეშე. როდესაც მთელი მსოფლიოა
ჩართულია საუკეთესო საფეხბურთო ნაკრების გამოკვლევის პერეპეტიებში, "კოკა-კოლა"
გულშემატკივრებს ამხნევებს და არანაკლებ მომზიდველ სანახაობას სთავაზობს. ასე მოხდება წელსაც საქართველოში!
21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 13 მარტიდან ჩემპიონატის ბილეთების რეალიზაცია აბონემენტების ფორმატში დაიწყება. პარალელურად ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ღონისძიებები გაიმართება და უკუთვლის საათები ჩაირთვება.
ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდება. თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21- წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.
დღეიდან გულშემატკივრებს ჩემპიონატზე დასასწრები აბონემენტების შეძენა TKT.GE-ზე
სპეციალური ლინკის საშუალებით შეუძლიათ: www.under21tickets.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი