მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსის შემდგომი ტალღა უნდა იყოს მსუბუქი“ - რას ემყარება მინისტრის ოპტიმიზმი

61768cfe743e0
ინგა მურუსიძე
25.10.21 15:14
819
"ჩვენ უკვე გაგვაჩნია იმუნური ფენა და კორონავირუსის შემდგომი ტალღა უნდა იყოს მსუბუქი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის "მეხუთე ტალღაზე" საუბარი ადრეა.

„ჩვენ უკვე გაგვაჩნია იმუნური ფენა, გვყავს მილიონამდე აცრილი ადამიანი, ასევე მოქალაქეები, ვინც ვირუსი გადაიტანა, აქედან გამომდინარე, შემდგომი ტალღა უნდა იყოს გაცილებით მსუბუქი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვანი რჩება რეგულაციების დაცვა და პირბადის გამოყენება.

მე ვთვლი, რომ ორი წლის მანძილზე ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაითავისეს რამდენად რთული ვირუსია covid-19 და როგორ აისახება ის როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე - ლეტალობის მაჩვენებელზე, ასევე რამდენად მძიმე გავლენას ახდენს ის ჩვენი ქვეყანის ეკონომიკაზე. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კვლავ მაღალ დონეზე დადგება და ჩვენ დავუბრუნდებით იმ ნიშნულებს, რაც საჭიროა, პანდემიის დასამარცხებლად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.