27.თებერვალი .2020 11:04

"კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით" - ამირან გამყრელიძის განმარტება

views 303
უკან

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება და ქვეყანა მზად უნდა იყოს ამისთვის, რათა ინფიცირებულებს დროულად აღმოუჩინოს დახმარება. 

„ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია კიდევ იყოს შემთხვევები, მაგრამ ჩვენ უკვე პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, რთული იქნება დამერწმუნეთ ეს, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს ამისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება, იმიტომ რომ ხაზს ვუსვამ შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქად ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, სამედიცინო ჩარევების გარეშე. დაავადებულთან დაახლოებით, 14%-15%-ში არის მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% გახლავთ კრიტიკული მდგომარეობები, რომელიც საჭიროებს უკვე რეანიმაციულ დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ის მიზეზებიც დაასახელა, რატომაც ელოდნენ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებას.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან, საკმაოდ კარგი პრევენციული ზომები გატარდა თავიდანვე ჩინეთთან მიმართებაში, რამაც ჩვენ დაგვიცვა იმისგან, რომ ჩინეთიდან ვირუსი არ იყო შემოტანილი ქვეყანაში, მაგრამ უკვე ვპროგნოზირებდით, როდესაც ირანში გაჩნდა შემთხვევები, რომ ჩვენთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდა ირანი, ვიდრე ჩინეთი, ამ ეტაპზე... იმიტომ, რომ ჩინეთიდან ჩამოსული ის მუშახელი, რომელიც ჩვენთან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა დასაქმებული საკმაოდ კარგად გადის იმ კარანტინს, თვითიზოლაციას, რომელიც დადგენილია საერთაშორისო წესებით... ამიტომაც ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ირანთან მიმართებაშიც", - განაცხადა გამყრელიძემ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა