საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსისგან განკურნებული 9 პაციენტს დღეს გაწერენ, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, მათგან ინფიცირებულია 81. დღეს კლინიკიდან ეწერება 9 გამოჯანმრთელებული. ველოდებით ასევე განმეორებითი ტესტის პასუხებს. რაც შეეხება არსებულ პაციენტებს. ზოგადად, ჩვენთან მყოფ პაციენტებს, უმეტეს მათგანთან ინფექციის კლინიკური გამოვლინებები ანულირებულია“, - განაცხადა რატიანმა.