"ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი" -“ლელომ” ახალი პროგრამა წარადგინა. როგორც bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს, პროექტის პრეზენტაცია პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გახსნა, ხოლო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო “ლელოს” პროგრამა ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, “ლელოს” გუნდი ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს და პარტია შექმნის დღიდან ქალებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამის გამო, პარტიისთვის გაუგებარი იყო ქალების კვოტირების საკითხი, რადგან “ლელო” მათ ყოველთვის თანაბარ ძალად მიიჩნევდა.
“კვოტირების გამოცხადების პირველივე დღიდან ჩვენი პარტიისთვის გაუგებარი იყო, რა საჭიროებას წარმოდგენა იგი. რადგან “ლელოს” გუნდი შექმნის დღიდან დაკომპლექტებულია ქალებით და ვთვლით, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა. დღეს თუ ეს ქვეყანა ვინმეზე დგას, დგას ქალებზე. ამას ვლაპარაკობ არა იმის გამო, რომ ქალი არის დედა, მშობელი ან შვილი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, დღევანდელ დღემდე რომ მოვედით, ეს არის ჩვენი ემიგრანტი ქალების დამსახურება, რომლებმაც თავიანთი ურთულესი შრომის ხარჯზე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე. ამიტომ დადგა დრო, ქალები გამოვიდნენ წინა პლანზე, ჩვენ ამას ყოველ ჯერზე შევუწყობთ ხელს. “ლელოს” ამოცანაა რაც შეიძლება ბევრი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი ამ ქვეყანაში.
“ლელოს ახალი მარშალის გეგმას”, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა პირველად, რომელსაც 4 წელში ამ ქვეყნის გამოყვანა შეუძლია კრიზისიდან, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ქალთა, ეკონომიკური, კულტურული თუ შემეცნებითი მიმართულებით,” - განაცხადა ხაზარაძემ.
„ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას”-ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა ღონისძიების მსვლელობისას არაერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, “ლელო” ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და ინტეგრირებას სხვადასხვა სფეროში.
“ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორ გარემოზე, თანასწორ საზოგადოებაზე, ქალების უფლებები, მათ შორის შრომით ანაზღაურების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, უნდა იყოს დაცული. რადგან ქალთა სიღარიბესთან ბრძოლისთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას და ეს ამ დარბაზში არაერთხელ ვთქვით, ჩვენი პარტია ამ მიმართულებას დიდ მხარდაჭერას უცხადებს. “ლელოს” მარშალის გეგმის” მიხედვით ქალთა გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია,” - აღნიშნა მეტრეველმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და "ლელოს" ქალთა საბჭოების წევრები.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?