მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიცენზირების ბოლო ეტაპებს გავდივართ" - Payze ყაზახეთში შესასვლელად ემზადება

632c41e439178
მარიამ იზორია
23.09.22 09:00
548
ონლაინ გადახდების პროვაიდერი კომპანია Payze ყაზახეთში შესვლაზე მუშაობს.

როგორც Payze-ს ფინანსური დირექტორი საბა ნახუცრიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, კომპანია უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებს, ამ დროისთვის კი ყაზახეთის ბაზარზე შესასვლელად ლიცენზიის მოპოვების პროცესში არიან.

„უზბეკეთში საკმაოდ დიდი ძვრები გვაქვს. რამდენიმე მსხვილი მერჩატი გვყავს, რომელსაც აქტიურად ვაღებინებთ თანხებს, შესაბამისად, ამ ბაზარზე განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი მოლოდინები გვაქვს.

რაც შეეხება ყაზახეთის ბაზარზე, აქ შესასვლელად საჭირო ლიცენზიისთვის პირველადი მოკვლევა უკვე დავასრულეთ და დღევანდელი მდგომარეობით ლიცენზირების ბოლო ეტაპებს გავდივართ“, - განმარტავს Payze-ს ფინანსური დირექტორი.

ონლაინ გადახდების პროვაიდერი კომპანია Payze ნებისმიერი ზომის კომპანიას ონლაინ გადახდების სერვისის მიღებას სხვადასხვა ტიპის ბანკის ბარათების მეშვეობით სთავაზობს, რომლის ჩაშენება კომპანიებს საკუთარ ვებპლატფორმაზე მარტივი ფუნქციონალით შეუძლიათ.