მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიტვური საცხობი": ჯერჯერობით, ფასების გადახედვა დღის წესრიგში არ დგას

609fcf8fc538b
მარიამ იზორია
16.05.21 00:00
1545
"ლიტვური საცხობის" გენერალური დირექტორი თინათინ ხუციშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მათ პროდუქციაზე ფასების ცვლილება, ჯერჯერობით, არ იგეგმება.

„გარკვეულწილად ნედლეულის იმპორტი გვიწევს. დოლარის და ევროს მიმართ, ლარის კურსის გაუფასურება კი პროდუქციის თვითღირებულებაზე გავლენას მაშინვე ახდენს. ამ მიზეზით 2020 წლის ნოემბერში ფასები 10-15%-ით გავზარდეთ, ამ ეტაპისთვის ფასების კვლავ გადახედვა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ასეთ ეკონომიკურ ფონზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვი“ - აცხადებს „ლიტვური საცხობის“ გენერალური დირექტორი.

თინათინ ხუციშვილმა პანდემიის პერიოდში კომპანიის გაზრდილ ხარჯებზეც ისაუბრა.

„პანდემიის პერიოდში კომპანიას ხარჯები გაეზარდა. გამოვყოფდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო თანამშრომელთა გადაადგილების ხარჯს, იქიდან გამომდინარე, რომ „ლიტვური საცხობი“ საკმაოდ ბევრ ადამიანს ასაქმებს, ეს არ იყო მცირე თანხა, აღარაფერს ვამბობ ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც მუდმივად იცვლება“ - ამბობს ხუციშვილი

ცნობისთვის, „ლიტვურმა საცხობმა“ ორი ახალი პროდუქტი „ლავაში“ და „პეროგი“ დაამატა.