27.თებერვალი .2022 13:48

"მაგნიტი": ჩვენ 100%-ით ქართული კომპანია ვართ, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის თავისუფლებას

"მაგნიტი": ჩვენ 100%-ით ქართული კომპანია ვართ, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის თავისუფლებას
views 14434
უკან

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" საკუთარ Facebook გვერდზე უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. 

""მაგნიტი", როგორც 100%-ით ქართული კომპანია, მხარს უჭერს უკრაინას და მის თავისუფლებას!
გვჯერა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე.

კარგად გვესმის რას განიცდის ახლა ჩვენი მოძმე ერი, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები - აუნაზღაურებელი ადამიანური დანაკლისი და წართმეული ტერიტორიები.

გვჯერა უკრაინელი ხალხის შეუპოვრობის და სიმამაცის!"- წერს კომპანია.

ცნობისთვის, სუპერმარკეტების ქსელ "მაგნიტის" იურიდიული სახელია შპს "რითეილ ჯგუფი", კომპანია სქართველოში 200-ზე მეტი მაღაზიით აის წარმოდგენილი, ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მისი გაყიდვები 326 მილიონ ლარს აღემატებოდა.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, "რითეილ ჯგუფის", ანუ სუპერმარკეტ "მაგნიტის" აქციონერები არიან:

• შპს ჯიბისი ინვესტი -  20.04% წილი, თავად ამ კომპანიის 100%-იან წილს ფლობს სს "ქართული ლუდის კომპანია", ანუ ზედაზენი. თავად "ზედაზენის" ძირითადი მესაკუთრეა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის კომპანია "მიქსორი".  
• შპს "რითეილ ინვესთმენთს" -  9.96% წილი, თავად ამ კომპანიის 100%-იან წილს ბიზნესმენი ლაშა ჩოჩელი ფლობს;
• შპს "ქისთოუნ ინვესთმენთს"- 30% წილი, თავად ამ კომპანიის 10%-იანი წილი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორს, გიორგი პერტაიას, 90%-იანი წილი კი ბიზნესმენ თემურ ანჩაბაძეს ეკუთვნის, ანჩაბაძე რუსეთის მოქალაქეა.
• შპს "მეიდანზე" - 13.33% წილი, თავად ამ კომპანიის 100%-იან წილს ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძე ფლობს;
• შპს "დოლნეი ქენსალთენთს" (კვიპროსი) -  26.67%-იანი წილი.

"მაგნიტის" ბრენდით სუპერმარკეტების ქსელი რუსეთშიც საქმიანობს, აღნიშნული კომპანია ქართული მაგნიტის აქციონერთა რიგებში არაა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა