მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მანნა" ჩაისთან ერთად უკვე თხილეულსაც აწარმოებს

61b37ed1cb2f0
მარიამ იზორია
10.12.21 22:45
601
ჩაის მწარმოებელმა კომპანია ”მანნამ” ქართული პრემიუმ ხარისხის მოხალული და ბლანშირებული თხილის წარმოება დაიწყო.

როგორც bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განუცხადა, კომპანია ნედლეულს ქართველი მეწარმისგან იღებს, შემდგომ აფასოებს და 20 და 50-იან შეფუთვებში ყველა იმ ქსელში ყიდის, სადაც "მანნას" ჩაია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ თხილი ექსპორტზე უკვე გაიტანა. თხილთან ერთად ჩაი კომპანიას ექსპორტზე, ჩეხეთში, გერმანიასა და ინგლისში გააქვს.

“პანდემიის პერიოდში ოპერირება რთული იყო, მით უმეტეს ექსპორტის მიმართულებით, თუმცა შესაფუთი მასალებისა და ნედლეულის გაძვირების მიუხედავად, შევძელით და პანდემიამდე არსებული ფასები შევინარჩუნეთ. წელს უკვე შარშანდელთან შედარებით გავაქტიურდით, ექსპორტიც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთში, გერმანიაში, ინგლისში განვახორციელეთ, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა”, - აღნიშნავს “მანნას” წარმომადგენელი.