მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეალიზაცია 250%-ით გაგვეზარდა" -"მანნა"

63d63c5b0f755
მარიამ იზორია
30.01.23 10:00
866
ჩაის მწარმოებლ ქართულ კომპანია „მანნას“ 2022 წელს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 250%-მდე გაეზარდა. როგორც bm.ge-სთან კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია აცხადებს, კომპანიას ზრდა ჰქონდა ექსპორტის მიმართულებითაც.

„მანნას ოპერირების ისტორიაში 2022 წელი ყველაზე წარმატებული წელი იყო. გაყიდვების კუთხით ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებული ზრდა გვქონდა, რეალიზაცია დაახლოებით 240-250%-ით გაგვეზარდა. რაც მანნას შემთხვევაში ძალიან დიდი პროგრესია.

ადგილობრივი ბაზრის გაყიდვებმა საექსპორტო მიმართულებას მკვეთრად გადაუსწრო. კომპანიის გაყიდვების 75% ახლა სწორედ საქართველოზე მოდის. შარშან ეს მაჩვენებლი 60% იყო“ - აღნიშნავს „მანნას“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები