მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მძიმე ვითარებაა, რამე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არავის გვაქვს" - ფხაკაძე საწვავის ფასზე

6284e499d7782
BM.GE
18.05.22 16:21
2808
„მძიმე ვითარებაა, ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არავის გვაქვს - არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს“, - განაცხადა Wissol Group-ის პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, საწვავის მაღალი ფასების პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის და აღნიშნული გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას Wissol-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების გზებზე მუშაობს და გაიაფებული საწვავის შემოტანის შემთხვევაში, ფასების ცვლილება ბენზინგასამართ სადგურებში მყისიერად აისახება.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, ახალ დივერსიფიცირებულ წყაროებზე ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია და თუ ისე მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანთ გაიაფებულ საწვავს, ეს მყისიერად აისახება ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

დღეს, საწვავის ფასებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც სააგენტო რუსული ბენზინის საფასო უპირატესობაზე წერს. უწყებამ ანგარიში პრემიერის სპეციალური დავალებით მოამზადა და ის საცალო ქსელებში ნავთობის ფასების ადეკვატურობას შეეხება. კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი კიდევ გაიზარდა, ხოლო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საწვავის ფასის კლებაზე უნდა მოახდინოს გავლენა, არის ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი გამყარება.