23.ოქტომბერი .2021 17:07

"მე, როგორც პრემიერმა, ყველაფერი გავაკეთე, რომ დროულად შემომეტანა ხალხისთვის ვაქცინები"

"მე, როგორც პრემიერმა, ყველაფერი გავაკეთე, რომ დროულად შემომეტანა ხალხისთვის ვაქცინები"
views 362
უკან

მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის დროულად შემომეტანა ვაქცინები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას აცრისკენ, რათა დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„დავინიშნე რა, პირადად მე ვიყავი ჩართული და შემოვიტანეთ მილიონიბით ვაქცინა ყველანაირი - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“. ყველანაირი ვაქცინა შემოვიტანეთ. ახლაც დავამატეთ, 1-ელ ოქტომბერს შემოვიტანეთ ვაქცინები, დამატებით „სინოფარმი“. პირადად ვიყავი ჩართული ამ კამპანიაშიც, ვაქცინაციის პროცესშიც, მთავრობის წევრებთან ერთად, ყველანი ჩართულები ვიყავით. პირადად მივეცი მაგალითი, როდესაც კოვიდ გადატანილმა ავიცერი 2-ჯერ „ფაიზერით“, ჩემი ოჯახის წევრები, ყველა აცრილია. ამას გარდა, ჩვენ გვქონდა ძალიან „აგრესიული“, შეიძლება ასეც ითქვას, აქტიური ვაქცინაციის კამპანია. შევძელით 2 მლნ. აცრის გაკეთება - მილიონი ადამიანი ავცერით. ეს არის ის, რაც შევძელით და დავარწმუნეთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ეს არის აუცილებელი.

ახლა პროცესი გრძელდება. რომ იცოდეთ, ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენთან, ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, ამერიკაშიც, არიან ანტივაქსერები, რომლებსაც არ სჯერათ უბრალოდ ამ ვაქცინის ეფექტიანობის. ამ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მცდარი აზრი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა გააკეთოს ჩვენთან ერთად, ნორმალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, დესტრუქციული ძალები ამ პროცესში ჩაერთვებიან. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა