მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეღვინეობა ართანა" ეკოპროდუქტების წარმოებას იწყებს - კომპანიის დამფუძნებელი

5f329d4e088c6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.20 13:00
1541
მეღვინეობა ართანამ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ბუნებრივი ქვევრის ღვინითა და ჭაჭით 2018 წელს გამოჩნდა, სატესტო რეჟიმში ბუნებრივად სუფთა ბოსტნეული კულტურების მოყვანა დაიწყო.

კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ნესვი, საზამთრო, გოგრა და ა.შ. - ეს ის პროდუქტებია, რომლის მოყვანას და შემდეგ რეალიზაციას ღვინის მწარმოებელი კომპანია გეგმავს.

„ბუნებრივ პროდუქტზე მოთხოვნა მოსახლეობაში საკმაოდ დიდია. რაც უფრო სუფთაა პროდუქტები მით უფრო დიდია მათზე მოთხოვნა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ხორბლის და ყველა სეზონის დამახასიათებელი ბოსტნეული კულტურების მოყვანა“, - უთხრა BM.GE-ის მეღვინეობის და ახლა უკვე ბუნებრივი მეურნეობის დამფუძნებელმა ანასტასია ახვლედიანმა.

მისი თქმით, მეურნეობა ბუნებრივად სუფთა პროდუქტებით ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას ეცდება.

„პროდუქტების სატესტო მოყვანა ჩვენი მინიმალური ინვესტიციით დავიწყეთ. ამ ეტაპზე ხდება განსაზღვრა რა მოცულობებით შეგვიძლია ამის მოყვანა, რომელი ჯიში და ა.შ.

ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციას საქართველოში ვგეგმავთ. ჯერ ცნობილი არ არის, სად მოხდება ჩვენი ბუნებრივად სუფთა პროდუქტის გაყიდვა. ტესტირების დასრულების შემდეგ წლის ბოლომდე დავგეგმავთ რა ფართობზე მოვიყვანთ და სად შევძლებთ გაყიდვას“, - აღნიშნა ანასტასია ახვლედიანმა.