15.ივნისი .2021 13:03

"მეოთხე ტალღა" უნდა იყოს ძალიან მსუბუქი - ამირან გამყრელიძე

"მეოთხე ტალღა" უნდა იყოს ძალიან მსუბუქი - ამირან გამყრელიძე
views 431
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი შრომის ინსპექციამ და პოლიციამ უნდა განახორციელონ, თუმცა მთავარი მოქალაქეების თვითშეგნებაა, რათა რეკომენდაციები დაიცვან.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, რეკომენდაციები უნდა შესრულდეს და "მეოთხე ტალღა" ძალიან მსუბუქი უნდა იყოს.

"ზაფხულია და რთულია, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ. ასევე, დისტანციის დაცვა არის აუცილებელი. დარღვევების ძალიან ბევრი ფოტო მოდის ჩემთან, რომელიც ქორწილებს უკავშირდება... აჭარაში შევხვდი საქორწინო დარბაზების მფლობელებს, რთულია ამ ადამიანების მდგომარეობა და მესმის, რომ კრედიტები აქვთ აღებული, აშენებული აქვთ შენობები, მაგრამ მეორე მხრივ, პინაზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა. ყველა ეპიდაფეთქება, რაც გვაქვს და რომელი კლასტერებიც ჩამოყალიბდა, ყველა ქეიფებიდან დაიწყო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.