მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეხუთე ტალღის ასაცილებლად ვაქცინაციის სამიზნე მოსახლეობის 80% უნდა გავხადოთ" - გაბუნია

61485be10bc8b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.09.21 15:40
235
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის ტემპზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ აცრები არსებული ინტენსივობით ჩატარდება, ოქტომბრის ბოლომდე, დღეს არსებული 60%-იანი სამიზნე მოცვიდან 40-45%-მდე ავალთ.

თამარ გაბუნია ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად რამდენიმე აქტივობას ასახელებს და ამბობს, რომ უწყება მზად არის კერძო სექტორთან ინდივიდუალური მოთხოვნების შემთხვევაშიც იმუშაოს.

"მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია ჩვენი პირველი სამიზნე იყო; ბუნებრივია, რაც მეტი იქნება იმუნური მოსახლეობა მით მეტია დაცვის ხარისხი როგორც მიმდინარე, ასევე დამატებითი შტამებისგან. დღევანდელი მაჩვენებლით, ამ სამიზნე მოცვის მიღწევის ნახევარზე ვართ, იმიტომ რომ 3.4 მლნ აცრა უნდა ჩატარდეს მთლიანად; ჩატარებული აცრების რაოდენობამ 1.6 მლნ-ს გადააჭარბა. აქამდე არსებული ტემპი რომ შევინარჩუნოთ რეალურია, რომ დეკემბრამდეც მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს, თუმცა ვაქცინაციის ტემპის შემცირება საყურადღებოა. ამდენად, მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა შესაძლო ზომის აქტივაცია მოხდება მათ შორის პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საინფორმაციო კამპანიის დონეზე. თხოვნა მექნება - მედიასაშაუალებებმა მეტი დრო დაუთმონ ვაქცინაციის პრომოციას და დავეხმაროთ ყველა მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს აცრა ჩაიტაროს. მეორე საკითხია - გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე. დღეს კარგი ხელმისაწვდომობაა, მობილური ბრიგადები აგრძელებენ მოძრაობას და ვაქცინაციის პროცესით მოცვა საკმაოდ აქტიურია. ჩვენ შეგვიძლია დამატებით ინდივიდუალური მოთხოვნებიც კი განვიხილოთ. თუ რომელიმე ბიზნესს ურჩევნია, რომ მობილური ბრიგადა იქ მივიდეს და ჩატარდეს აცრები, მზად ვართ, ეს საკითხი განვიხილოთ და განვახორციელოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თუმცა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მსოფლიოში გავრცელებული ახალი შტამების პირობებში პანდემიასთან საბრძოლველად მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვა საკმარისი აღარ იქნება.

„ამ ტემპს თუ შევინარჩუნებთმ ოქტომბრის ბოლომდე უნდა გადავცდეთ მიზნობრივი მოცვის ნახევარს და მივუახლოვდეთ 40-45%-ს და შემდეგ ბოლო სეგმენტი, რომელიც ყველაზე რთული იქნება, წლის ბოლომდე დარჩება. თუმცა იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მეხუთე ტალღა, მოსალოდნელი ვარიაციების პირობებში, მნიშვნელოვანია, 60%-ს გადავცდეთ და ჩვენი სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 80% გავხადოთ“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.