მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში" – აშშ-ის საელჩო

5fb406baec003
BM.GE
17.11.20 21:19
736
აშშ-ის საელჩო საქართველოში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას ავრცელებს:

"სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. 

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე", – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოფრინდა. ის საქართველოში ორი დღით დარჩება.