მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომებს მიმართავენ წამყვანი კომპანიები და ორგანიზაციები პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად?

cenn

პლასტმასა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი წარმოება და მოხმარება ხშირად გარემოს, ეკონომიკას და ადამიანების ჯანმრთელობას ვნებს. დღესდღეობით, პლასტმასით გამოწვეული დაბინძურება და განსაკუთრებით, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებით (ეგპპ), გარემოსდაცვითი კუთხით დიდ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, გარემოში მილიონობით ტონა ეგპ ხვდება, რაც ეკონომიკურ ზიანს აყენებს ისეთ სექტორებს, როგორიცაა: ტურიზმი, მეთევზეობა, და საზღვაო გადაზიდვები.

ამჟამად საქართველოში არ არის დანერგილი პლასტმასის ნარჩენების განცალკევების სისტემა და შესაბამისად, ხელახალი გადამუშავების (რეციკლირების) მაჩვენებელიც დაბალია. მისი უდიდესი ნაწილი ნაგავსაყრელზე ხვდება, ან გარემოში და აბინძურებს მას. 2020 წელს, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის პროდუქტების 93% ნარჩენად იქცა. აქედან 66% ერთჯერადად გამოყენების პლასტმასის პროდუქტს წარმოადგენს. უფრო მეტიც, პლასტმასა საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე დაგროვებული ნარჩენების საერთო რაოდენობის 95%- შეადგენს.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის კონკურსი “Beat Plastic Pollution” წამოიწყო, რომელიც კომპანიებს მდგრადი განვითარებისა და მართვის პრაქტიკების დანერგვაში უწყობს ხელს. 2023 წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, CENN-მა მოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც 4 თვის განმავლობაში ეგპპ-ის შეძენისა და მოხმარების შემცირებისთვის მწვანე პოლიტიკის შემუშავებაში უწევდა კონსულტაციას

მონაწილე კომპანიებმა და ორგანიზაციებმა, უპირველესყოვლისა დეტალურად გამოიკვლიეს ნარჩენების წარმოქმნის წყაროები, მომხმარებელთა თუ თანამშრომელთა დამოკიდებულება, რაზე დაყრდნობითაც კონკრეტულ კონტექსტზე მორგებული ინტერვენციები განახორციელეს. საინტერესოა ის, რომ ამ კომპანიების გადაწყვეტები საკმაოდ ინოვაციური და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

1. პეტ ბოთლები და პლასტმასას ერთჯერადი ჭიქები 


Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

ბევრი ტიპის პლასტმასას თავიდან არიდება, საკმაოდ დიდი გამოწვევაა, როგორც ინდივიდებისთვის ისე კომპანიებსა და ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან ბაზარზე ხშირად არ არის ალტერნატივები მარტივად ხელმისაწვდომი. თუმცა, არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ გარემოსადმი მეგობრულ არჩევანს აძლევს მომხმარებელს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურად მომგებიანიც არის. 

მაგალითისთვის, სასტუმრო შერატონმა  - ჰორეკა სექტორში ერთ-ერთ წამყვან კომპანიამ მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში - რამდენიმე ცვლილება განახორციელა: სასტუმროში დამონტაჟდა წყლის დისპენსერები, რომლებიც ცენტრალიზებული წყლის მილებიდან ივსება; შერატონის ოფისში მოხდა პლასტმასის ბოთლებისა და ცელოფნების მოხმარების და შესყიდვის  ან სრულად ამოღება ან შემცირება; სასტუმრომ ნომრებში წყლის 4 ცალი 0.5-ლიტრიანი ბოთლები ჩაანაცვლა ერთი 1.5-ლიტრიანი ბოთლით; პლასტმასის შემგროვებელ კომპანია “Polivim”-თან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასიMarriot International ჯგუფის წევრია. კომპანია ყოველწლიურად იღებს გარემოსდაცვითი აქტივობების ნუსხას, რომელთა შესრულებაც წლის განმავლობაში სავალდებულოა

ყოველი მცირე ნაბიჯი დიდი საქმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა დიდი ორგანიზაციები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ მსგავს აქტოვებებს. “შერატონ თბილისშიდასაქმებული გვყავს 250 თანამშრომელი და მათი გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო. CENN-ის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო: კონკურსის ფარგლებში, აქტიურად, მოკლე ვადაში განვახორციელეთ დაგეგმილი სამუშაოები”, - ამბობსშერატონისმარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ფოფხაძე.

ნორვეგიის საელჩო საქართველოში

მსგავს ზომებს მიმართავენ საელჩოები, განსაკუთრებით კი, თბილისში ნორვეგიის საელჩო, რომელიც დიდი ხანია ფინანსურად მხარს უჭერს გარემოსდაცვით ინიციატივებს.

მათ ოფისში კი ყველა თანამშრომელი და სტუმარი უზრუნველყოფილია მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლით, და შეუზღუდავი რაოდენობის გაფილტრული წყლით დისპენსერიდან, რომელიც დაკავშირებულია სამზარეულოს ონკანთან და არ საჭიროებს პლასტმასის ბოცას.

პლასტმასას ნარჩენებისგან დაბინძურების პრევენცია ნორვეგიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ საერთაშორისო დონეზე, გლობალურადშესაბამისად, ნორვეგიის საელჩო თბილისში, როგორც ნორვეგიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება

CENN-ის მიერ წამოწყებული კამპანია, პლასტმასის დაბინძურების შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება გააანალიზონ საკუთარი საქმიანობის შედეგები და გავლენები გარემოზე, კლიმატზე, გააცნობიერონ საკუთარი როლი და შესაძლებლობები გარემოს დაცვის კუთხით და გახდნენ მეტად სოციალურად პასუხისმგებლობიანი”, - ამბობს ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენელი, ნინა მაზმიშვილი.

2.HORECA სექტორი და პლასტმასას შეფუთვები 

Silk Hospitality - Raddison-ების ქსელი

სილქ როუდ ჯგუფშიშემავალ კომპანიასსილქ ჰოსფითალითი”, სტუმარ-მასწინძლობისა და გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს და Raddison-ების სასტუმროთა ქსელზე, წინანდლის მამულზე და სხვადასხვა საკვებ ობიექტზეა პასუხისმგებელი. კომპანიამ ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები, საწრუპები, მოსარევები, დანა-ჩანგალი, თავის მოვლისა და ჰიგიენის ერთჯერადი საშუალებები და წყლის ცილინდრები ეკომეგობრული ალტერნატივებით ჩაანაცვლა. კომპანიამ თავის შეხვედრებისა და ღონისძიებების დარბაზში პლასტმასას ბოთლები, მრავალჯერადი მინის ბოთლებით ჩაანაცვლა. ხოლო ნომრებში, ერთჯერად შეფუთვაში განთავსებული თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები მრავალჯერადი, შევსებადი (refillable) ბოთლებით ჩაანაცვლა. პლასტმასას საწრუპები კი ქაღალდის საწრუპებით ჩაანაცვლა. 

“Silk Hospitality-ში ჩვენ ვაღიარებთ გარემოს მდგრადობის სასიცოცხლო აუცილებლობას, განსაკუთრებით პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაშიჩვენი მომხმარებლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ეკოლოგიურ მდგრადობას და მხარს უჭერენ ბიზნესს, რომელიც შეესაბამება მათ ღირებულებებს. გარემოს დაბინძურების შემცირებით, ჩვენ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ ბუნებრივ სილამაზეს, რომელიც სტუმრებს იზიდავს ჩვენს სასტუმროში, არამედ  ჩვენს ბიზნესს გრძელვადიანი წარმატებისთვის ვამზადებთ.

CENN-ის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათგან ხელშეწყობა იყო უმაღლეს დონეზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლოთ დახმარება გაეწიათ რეკომენდაციებით, მომწოდებლების კონტაქტების მოძიებით, ტრენინგებით და გამოცდილ კომპანიებთან შეხვედრებით”, - ამბობს ილონა ტეხოვი, სურსათის უვნებლობისა და მდგრადობის მენეჯერი

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

სასტუმრო "შერატონშიც" მსგავსად ჩანაცვლდა ერთჯერადი მოხმარების ნივთები. სტუმრებს სასტუმროში მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში ეძლევათ ქაღალდის საწრუპები. ამასთანავე, თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები ჩანაცვლდა მრავალჯერადი და შევსებადი დისპენსერებით, ჯამში 220 ნომერში. 


3. მომხმარებლის ინოვაციური წახალისება 

აშშ-ის საელჩო თბილისში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პლასტმასას, შუშის, მუყაოს ყუთების, ქაღალდისა და ელექტრომოწყობილობების გადამუშავების პროგრამას 4 წელია ახორციელებს. ორგანიზაციის ტერიტორიაზე ელექტრომობილების 8 დამტენია დამონტაჟებული

კონკურსის ფარგლებში, საელჩომ მიიღო გადაწყვეტილება, წაეხალისებინა თანამშრომლები, რომლებიც ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელს არ გამოიყენებდნენ და ყავაზე ფასდაკლება შესთავაზა თითოეულ თანამშრომელს, რომელიც კაფეტერიაში საკუთარი მრავალჯერადი ჭიქით შეიძენდა ყავას. საელჩომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს ფასები პლასტმასის ერთჯერად კონტეინერებზე თავისსავე მაღაზიაში, მრავალჯერად ჭურჭელზე კი - შეამციროს, რითაც ეკო-მეგობრული ალტერნატივების გამოყენებისკენ უბიძგა თანამშრომლებს.


4. ცნობიერების ამაღლება

Bolt Georgia

Bolt ხუთ კონტინენტზე მოქმედი ევროპული აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს პირადი ავტომობილების ალტერნატივას: ტაქსის, სკუტერისა და საკვებისა და სურსათის სახლში მიტანის სერვისებს სთავაზობს. "ბოლტის" გრძელვადიანი გეგმა გარემოზე მათი ზემოქმედებისა და გამონაბოლქვის შემცირებაა, რის გამოც კომპანიაში დასაქმებული ელექტრომობილების რაოდენობა მზარდია.

“Beat Plastic Pollution” კონკურსის ფარგლებში, Bolt-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრაქტიკა დანერგა და მხოლოდ პლასტმასას მოხმარების შემცირებით არ შემოიფარგლა: კომპანიამ სემინარების კამპანია აწარმოა, რომლის ფარგლებშიც, თანამშრომლებში ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავა. გარდა ამისა, “ბოლტმაინოვაციური მესიჯ-ბოქსებიც გაავრცელა, რომლებიც თანამშრომლებს ვიზუალური თუ ტექსტობრივი მასალებით ელექტროენერგიის დაზოგვის შესახებ ახსენებდა და ცარიელ ოთახებში შუქის ჩაქრობისკენ მოუწოდებდა. კომპანიამ დასაქმებულთაგან მოხალისეთა ჯგუფიც გამოყო, რომელიც გარემოსდაცვითი აქტივობების მონიტორინგს ეწეოდა. “ბოლტისოფისებში აკრძალულია ერთჯერადი პლასტმასას გამოყენებაც, პრიორიტეტი კი მდგრად და ეკო-მეგობრულ ალტერნატივებს, ბიოდეგრადირებად ერთჯერად ჭურჭელს ენიჭება.

5. პლასტმასის ნარჩენების რეციკლირება 

იმ პლასტმასას ნარჩენებს, რომელთა გამოყენების თავიდან არიდება ვერ ხერხდება, ზემოთ აღნიშნული ყველა კომპანია თუ ორგანიზაცია ახარისხებს და აბარებს გადამმუშავებელ კომპანიებს, როგორებიცაა Polyvim და „ტენე“. 

Beat Plastic Pollution კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი 6 ოქტომბერს გაიმართება. კონკურსის შედეგებს, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება და სპეციალური ჯილდო და სერტიფიკატები გადაეცემა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები