მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წინასწარ ინფორმაციის გაცვლა, რაც გამორიცხავს შეფერხებებს"

6285fcfed0a58
BM.GE
19.05.22 12:05
708
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები "სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორივე ქვეყნის მხარეს არსებულ საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრისას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, რათა სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

"ჩვენი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყოს მაღალ ნიშნულზე და მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ბიზნესის წინაშე.

დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და თქვენი ჩართულობით მოინახოს მათი ეფექტური გადაჭრის გზები“,- განაცხადა ლევან კაკავამ. გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე სამუშაო შეხვედრას, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან კაკავამ თურქ კოლეგას აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ელექტრონულ რეჟიმში, წინასწარ ინფორმაციის გაცვლას, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეფერხებას, რაც შეიძლება გაზრდილი ტვირთბრუნვისას წარმოიშვას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტი - "სარფის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 17 390 სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 13 400 სატრანსპორტო საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ლარსისა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტრაილერებს საკმაოდ დიდი რიგია. გადამზიდავი კომპანიები აცახადებენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის დამკაყოფილებას და დროულ რეჟიმში ტვირთების გატარებას მხარეები ვერ ახერხებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები