მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა მნიშვნელოვანი საგადასახადო დავის საკითხი?

64201896aee3c
ალა ისპირიანი
26.03.23 14:35
542
საგადასახადო დავის მონაწილე შეიძლება ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირი გახდეს, ხოლო საგადასახადო ორგანოს პირდაპირი ფუნქციაა შეამოწმოს რამდენად სწორად ხდება გადახდა.

საქართველოში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით იწყება. თუ პირი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურში, არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი მომჩივანს უფლება აქვს დავების განხილვის საბჭოს მიმართოს.

მაგალითად, 2021 წელს, გადასახადის გადამხდელებმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში შემოსავლების სამსახურის 3 136 გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. რეკორდული იყო სადაო თანხაც, რამაც 1.808 მლრდ ლარი შეადგინა. ეს 4-ჯერ მეტია 2020 წელს გასაჩივრებულ თანხაზე.

გრანთ თორნთონის ვიცე-მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ BMGT-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ საგადასახადო დავებთან მიმართებაში დაკვეთები მიმდინარე წელსაც გაზრდილია. აღნიშნულიდან გამომდინარე მათ გადაწყვიტეს, საკითხის აქტუალიზაცია მოახდინონ.

„დავების საბჭო ცალკე ინსტიტუტია, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო მართავს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედგება, - არის მათ შორის წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციები, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი ასეთი სახელი, ანუ სანდოობის ხარისხი არ გააჩნია. ფაქტობრივად იგივე ფინანსთა სამინისტროს ნაწილია და ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროში ეს რგოლი ყველაზე სუსტია.

მიმდინარე წელსაც რომ შევხედეთ, დაკვეთები საგადასახადო დავებთან მიმართებაში გაზრდილია. გასულ წელს კი 13-მდე საგადასახადო დავის პროექტი გვქონდა. მონაცემების შეჯამებამ გვაჩვენა, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და გვინდა რეკომენდაციების კუთხით ეს საკითხი დავძრათ და ამის აქტუალიზაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.

მას ასევე ის დეტალები ახსნა, თუ რას ნიშნავს გაჭიანურებული დავები ინვესტორისთვის.

„როდესაც დავა ჭიანურდება და პოტენციურ ან არსებულ ინვესტორს ესაუბრებით მას სკეპტიციზმი გააჩნია, რადგან თუ ჭიანურდება და საკითხი გადაუწყვეტელია მიაჩნია, რომ კრიტიკული მომენტია. აქედან გამომიდინარე ბიზნეს საინვესტიციო გარემოს კუთხითაც, რომ შევხედოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორ წყდება საქართველოში დავების ნაწილი. მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური დოვლათო, რომელიც საქართველოში შეიქმნება და სახელმწიფოს ხარისხი იმაზე დგას მისი შენარჩუნება რამდენად ხდება - სწორედ ეს პრობლემაა დღეს საქართველოში“, - განაცხადა შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები