22.მარტი .2023 00:45

"მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, მხარი დაუჭირონ NATO- ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას"

"მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, მხარი დაუჭირონ NATO- ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას"
views 674
უკან

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

“ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე.

დროთა განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მის მიზანს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე”, - წერია ანგარიშში.