მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეების ტრაფიკი 60%-ით შემცირდა" - პანდემიის გავლენა "გალერია თბილისზე"

5faa9db94e155
ინგა მურუსიძე
11.11.20 09:45
891
ბოლო 10 თვეში, პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არაერთი რეგულაცია დაწესდა. მათ შორის იყო სრული "ლოქდაუნი", გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი და ა.შ. Bm.ge დაინტერესდა, რა სახით აისახა თბილისში მდებარე მოლებზე პანდემია.

როგორც „გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, ამ დროის განმავლობაში 4 ობიექტი დაიხურა.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაიხურა 2 მაღაზია - „ბატა/ბამბინო“ და „სუპერ სათამაშოები“, აქედან ერთი ფართი უკვე გაქირავდა. კვების ზონაშიც, ასევე, დაიხურა ორი ობიექტი - „მადო“ და „ლე გატო“, - ამბობენ „გალერია თბილისში“.

მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრში ადამიანების ტრაფიკი შემცირებულია, დაახლოებით, 60%-ით. კლებადი ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან მოქალაქეებისთვის გადაადგილება 22:00 საათიდან შეზღუდულია, რის გამოც „გალერიაში“ სამუშაო საათები 22:00 საათის ნაცვლად, 20:30 საათზე მთავრდება.