მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლების დღიური რიცხვი 13 000-მდე შემცირდა - "გალერია თბილისი"

გალერეა თბილისი

ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა, ყველაზე დიდი ვარდნა ამ ნაწილში ვაჭრობის და მრეწველობის სექტორებში ფიქსირდება. შემცირებულია მოლოდინების ინდექსიც, ყველაზე პესიმისტურად მომავალი წლის მიმართ ვაჭრობის სექტორია განწყობილი.

"გალერია თბილისში" გვიყვებიან, რომ მოლოდინი გამართლდა და მომხმარებელი უკვე შემცირდა. კომპანიის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ადუაშვილის თქმით, დღიური მომხმარებლების რაოდენობამ ბოლო თვეებში 15 000-დან 13 000-მდე იკლო. მისი თქმით, 10%-იანი კლებაა ტურისტების ვიზიტების ჭრილშიც:

“მიმდინარე პერიოდში მომხმარებლების ტრაფიკი სხვა პერიოდებთან შედარებით დაბალია. თუმცა ეს რიცხვი არ არის რადიკალურად შემცირებული. სტანდარტულად თუ მომხმარებლების ტრაფიკის რიცხვი უტოლდებოდა 15 000-ს, ახლა ეს რიცხვი არის დღიურად 13 000, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ რადიკალური შემცირება არ არის. ზოგადად ამ პერიოდში მოლოდინი არის, რომ დაბალი იქნება მომხმარებლისგან აქტივობა.”

იმის გათვალისწინებით, რომ "გალერია თბილისის" ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი უცხოელი ვიზიტორები არიან, წელს შეიმჩნევა ამ კუთხით დაბალი მაჩვენებლები, როგორც ტრაფიკის ისე გაყიდვების მიმართულებით და ამას ადასტურებენ სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ბრენდების წარმომადგენლები. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვლება, რადგან ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით 10%-ით არის ეს მაჩვენებელი შემცირებული", - ამბობს "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ადუაშვილი.

სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მოლოდინებთან მიმართებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებენ. ნინო ადუაშვილის თქმით, I-II კვარტალში შენელების შემდეგ, III-IV კვარტლებში ზრდის მოლოდინი არსებობს.

“გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მაღალია მოთხოვნა კომერციულ ფართებზე, ვფიქრობთ, რომ წელსაც შევინარჩუნებთ მზარდ დინამიკას, თუმცა ეს მოლოდინი უფრო წლის ბოლოსკენ, IIII-IV კვარტალში გვაქვს. სტანდარტულად I-II კვარტალი შემცირებულია ხოლმე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე საკმაოდ მაღალია საერთაშორისო ბრენდების მხრიდან საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მოთხოვნა და მათთვის ეს ბაზარი სანდო პარტნიორად მიიჩნევა, ვიმედოვნებთ, რომ მზარდ დინამიკას შევინარჩუნებთ", - აცხადებს ნინო ადუაშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები