შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ფინანსური ცენტრი?– ამ თემაზე გადაცემაში “Forbes კვირა" თიბისის მთავარ ეკონომისტთან ოთარ ნადარაიასთან ერთად ისაუბრეს, რომელიც ამბობს, რომ რეგიონის მთავარ ფინანსურ ცენტრად გადაქცევა საინტერესო ინიციატივაა და მოსინჯვად ღირს, თუმცა კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
“თუ ამან გაამართლა, უდიდეს შედეგზე გავალთ. თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ ფინანსურ ცენტრში. დასაწყისისთვის, ისეთი სივრცის შექმნა საქართველოში, სადაც აქციებით ვაჭრობა, ან თუნდაც ფაქსიანი ქაღალდებით ვაჭრობა იქნება, ჩემი აზრით, რთული მისაღწევია. ჩვენ ვგულისხმობთ ისეთი ცენტრის შექმნას, რომელიც ფინანსურ მომსახურებაზე იქნება დაყრდნობილი, იქნება ეს იურიდიული, თუ ბუღალტრული ანგარიშსწორება. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა გვაქვს",– ამბობს ოთარ ნადარაია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის თქმით, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა იქნება საქართველოს უპირატესობა, რათა რეგიონის ქვეყნებიდან ბიზნესის წარმომადგენლები მომსახურების მისაღებად არა ლონდონში, არამედ საქართველოში ჩამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველად იდეა 2008 წლის დასაწყისში გაჟღერდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 14 მარტს მიიღო, შეფასდა როგორც რევოლუციური ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. კანონის მიზანი გახლდათ საქართველოს გადაქცევა გლობალურ ფინანსურ ცენტრად, ფინანსური სისტემის ინტეგრაცია მსოფლიო ფინანსურ სისტემაში და სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა სრულად შეცვალა ხელისუფლების დღის წესრიგი და 2009 წელს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რამდენიმე თვის წინ კი საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ისევ წამოწია საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნის იდეა, რომელთაგან ერთი თბილისის ზღვაზე, მეორე კი გონიოში ანუ შავ ზღვასთან უნდა შეიქმნას.
იდეაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, ფინანსურ ჯგუფთან Rothschild & Co-თან, 2021 წლის 16 დეკემბერს გააფორმა. პრემიერ მინისტრმა შესაბამისი მითითებებიც გასცა და ეკონომიკის მინისტრს დაავალა პროცესის კოორდინაცია, რის შედეგადაც უნდა მომზადდეს და წარედგინოს საქართველოს მთავრობას ცვლილებების პაკეტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას