მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნადარაია ამბობს, რომ ავტომობილების ექსპორტის აკრძალვას ეკონომიკაზე დიდი გავლენა არ ექნება

ოთარ ნადარაია

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ მანქანების ექსპორტსა და რეექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი არ იქნება. საკითხზე მან "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა. 

საუბარია რუსეთის მიმართულებით ამერიკული წარმოების ავტომობილების ექსპორტის აკრძალვაზე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში ექსპორტთან ერთად რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების ტრანზიტიც აიკრძალა.

“უნისტრიმის” სანქციებიც იყო. გადარიცხვების კუთხით ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. რაოდენობრივად თქმა ბუნებრივია გამიჭირდება. დიდ პატივისცემას ვუდასტურებ იმ ბიზნესს და ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროდან იღებენ შემოსავალს. ვიცით, რომ არცთუ ისე მცირე ინდუსტრიაა ეს მეორადი, დაზიანებული მანქანების შეკეთება და შემდეგ მათი ექსპორტი. ამის გათვალისწინებითაც ჯამურად მასშტაბი მაკროეკონომიკურ დონეზე მაინც დიდი არ არის. ადგილობრივი დამატებითი ღირებულება მანქანის შემთხვევაში შედარებით მცირეა, ვიდრე ღვინო ან სხვა პროდუქტები. ამიტომ, რაიმე მატერიალურ და თვალშისაცემ ზეგავლენას ვერ ვხედავთ და არ ველით განსაკუთრებით რეკორდულად ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე. ვიმეორებ, მცირე ბიზნესი, რომელიც ამით არის დაკავებული მათზე იმოქმედებს”,- ამბობს ნადარია.

ვრცლად ამის შესახებ ნახეთ აქ: აიკრძალა ამერიკული მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთში - შემოსავლების სამსახური

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები