მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებები Excel-ის ფაილზეა დაფუძნებული"

5ecbf72f94731
ანუკა ჯოხაძე
25.05.20 23:15
1333
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ფინანსური გადაწყვეტილებები, რასაც სამინისტრო იღებს, არის ძირითადად  Excel-ის ფაილზე დაფუძნებული და ამის უკან სერიოზული კონცეპტუალური სამუშაო არ არის შესრულებული”- ამის შესახებ BM.GE-თან "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. როგორც კალოიანი ამბობს, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთიანი, თანმიმდევრული კონცეფციის შემუშავება, თუ რა მიმართულებით ვითარდება ჯანდაცვის სისტემა და როგორ ვითარდება ჰოსპიტალური სექტორი, რის შემდეგაც უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგალითად ეს იქნება უკვე არსებული რეგულაციების შემსუბუქება თუ გამკაცრება.

“მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მიმართულება იყოს თანმიმდევრული და ჩვენ ვთქვათ, რისი მიღწევა გვინდა. რა არის ის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რის მიხედვითაც ჩვენ შევაფასებთ მიღწეულ ხარისხს. რეალურად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ფინანსური გადაწყვეტილებები, რასაც სამინისტრო იღებს, არის ძირითადად  Excel-ის ფაილზე დაფუძნებული და ამის უკან სერიოზული კონცეპტუალური სამუშაო არ არის შესრულებული. ამიტომაც იქმნება პრობლემა, კლინიკები მზად უნდა იყვნენ, რომ ინფრასტრუქტურულად მაქსიმალურად უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება, მაგრამ ამას სჭირდება ტექნიკური საშუალებები, ფინანსები, ადამიანის რესურსი, ამიტომ ამ კონცეფციის გარეშე საუბარი რთულია”, - აცხადებს "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასტან კალოიანი.