მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობები, რომლებზეც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, შეწყდა"

5e8d9f1a36ff4
ინგა მურუსიძე
08.04.20 13:52
1014
მშენებლობები, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, შეწყდა, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ შემოწმებულია 100-სზე მეტი სამშენებლო ობიექტი და მათ ნაწილს მუშაობის უფლება შეეზღუდა.

„იმ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, არიან საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ სპეციალური პირობების დაცვის შემთხვევაში. ასეთი საწაროების კონტროლი დაიწყო, უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო. ბევრ მათგანში გაუმჯობესებულია უსაფრთხოების ნორმები.

ჩვენ მონიტორინგს გავაგრძელებთ და ყველა სწარმო, რომელსაც მიღებული აქვს უფლება, გააგრძელოს მუშაობა, გაკონტროლდება მკაცრად, რომ დაიცვას პროტოკოლი, რაც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ანალოგიური მიდგომა არის სამშენებლო ობიექტების მიმართ. შემოწმებულია 100-ზე მეტი მშენებლობა და ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი. იყო შემთხვევები, სადაც დაცული იყო ნორმები და იყო შემთხვევები, სადაც ნორმები დაცული არ იყო. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსგავსი მშენებლობები შეჩერებულიყო. ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების პროტოკოლს სრულად“, - განაცხადა ჩიქოვანმა.