„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ უპრეცენდენტო სააღდგომო შეთავაზება აქვს. 15 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, დაინტერესებულ პირებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენა 7%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. ამასთან ერთად, დამატებით საჩუქრად ელიტ ელექტრონიქსის 10-ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
რატომ „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ საცხოვრებელი კომპლექსი?
"მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმიდან 9 კმ.-ში მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც სივრცის განუმეორებელ სიმწვანეს, მის სიახლოვეს მდებარე ბოტანიკურ ბაღს, ულამაზეს ზღვის ხედებს, კენჭებიან სანაპიროს და სიმშვიდეს უკავშირდება.
პროექტის დეველოპერების უმთავრეს ამოცანას თანამედროვე არქიტექტურის ბუნებასთან და სიმწვანესთან ჰარმონიული შერწყმა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ საცხოვრებელი ფართები ისე არის დაპროექტებული, რომ თითოეული ბინიდან ფართო ხედი იშლება ზღვაზე. ხოლო სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, პროექტის შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული საფარით გამოირჩევა.
რა ტიპის ბინებს გთავაზობთ ბოტანიკო და რა მდგომარეობაში მიიღებთ მათ?
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი და ერთი გასართობ-გამაჯანსაღებელი ბლოკისგან. საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბინების ჩაბარება ხდება დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკით, სრულად მოწყობილი სველი წერტილებითა და ჭკვიანი სახლის სისტემებით. ბოტანიკოს ყველა ბინას აქვს განიერი ტერასა, რაც ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ.
"მწვანე კონცხი ბოტანიკო" მყიდველს 4 ტიპის ბინას სთავაზობს, მინიმალური ფართი 42 მ2-დან იწყება. სურვილის შემთხვევაში, კონსტრუქცია იძლევა ბინების გაერთიანების საშუალებას.
საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინის შეძენისას, ასევე ისიამოვნებთ კომპლექსში არსებული ღია აუზით, როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის, ფიტნესდარბაზით, რესტორნით და სხვა სივრცეებით. ბოტანიკოს მაცხოვრებლებს მუდმივ რეჟიმში გაუწევს მომსახურებას „სილქ ჰოსფითალითი“.
„სილქ ჰოსფითალითი“ წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ კომპანიას, რომელიც საქართველოში „რადისონის“ ბრენდის 3 სასტუმროსა და 15-მდე რესტორანს მართავს. სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის საუკეთესო შერწყმით, საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტით, მათ უკვე მოახდინეს ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება.
პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი დასრულება 2022 წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება.
„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სააღდგომო შეთავაზება 2022 წლის 30 აპრილამდეა ძალაში. დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით გაყიდვების სამსახურს, ნომერზე: 0322 250 250; 599 55 55 90.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბოტანიკოს ვებგვერდს, მის ოფიციალურ ფეისბუქსა და ინსტაგრამს.
®
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ