მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიადაგი ნამდვილად კარგია, საინვესტიციო გარემო მიმზიდველია" - ნარმანია

62a832075ea89
მარიამ ვარადაშვილი
14.06.22 11:03
755
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო გარემო მიმზიდველია.

ამის მიზეზად სემეკის ხელმძღვანელი ბოლო წლებში ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასახელებს.

“ენერგეტიკის სექტორში განვითარების ძალიან დიდი პოტენციალია, რასაც ერთის მხრივ, ინვესტიციები სჭირდება, მეორე მხრივ კი, მაქსიმალური თანამშრომლობა ინვესტორსა და საზოგადოებას შორის. ეკონომიკური ზრდის შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში ენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ამ მოთხოვნას ადგილობრივი რესურსებით დაკმაყოფილება სჭირდება. პოტენციალია როგორც - ჰიდრო, ისე ქარის ენერგიების განვითარების ნაწილში, რისთვისაც საჭირო მარეგულირებელი საკანომდებლო ბაზა პარლამენტმა და მარეგულირებელმა მივიღეთ.

ნიადაგი ნამდვილად კარგია, საინვსტიციო გარემო მიმზიდველია. მთავარია, რომ სადაც შეფერხებულია საინვესტიციო პროექტები, იქ დიალოგი შედგეს და მოლაპარაკება გაიმართოს ინვესტორსა და საზოგადოებას შორის. თუ დამატებითი კვლევებია ისევ გასაკეთებული, უნდა გაგრძელდეს, რათა დადასტურდეს, რომ ეს პროექტები გარემოს დაცვის თვალსაზრისით უვნებელია”, - აცხადებს დავით ნარმანია.