მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს გადაწყვეტილებები სწრაფად სჭირდება და ეს ბუნებრივია, თუმცა სახელმწიფოს თავისი გეგმა აქვს" - ნარმანია

დავით ნარმანია

CFD-აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიდის. ასე უპასუხა სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ BMG-ის კითხვას. საქმე ის არის, რომ CFD-აუქციონში გამარჯვებული კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ბიუროკრატიის გამო დროში ჭიანურდება. BM.GE დაინტერესდა, თუ როგორი იქნება სემეკ-ის თავმჯდომარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ბიზნესს გადაწყვეტილებები სჭირდება სწრაფად და ეს ბუნებრივია, მათ ყოველთვის ეჩქარებათ. სახელმწიფოს აქვს თავისი გეგმა და ამოცანები. ბიუროკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უსაშველოდ გაწელილია დროში, ჯანსაღი ბიუროკრატია ნიშნავს საქმის სწორად კეთებას, მოწესრიგებულად კეთებას, რომ იყოს თანაბარი კონკურენცია, ყველა იყოს ერთნაირ პირობებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყოს კორუფციის რისკები.

ბიუროკრატია ყოველთვის ხელის შემშლელი არ არის. გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ გამჭვირვალობისთვის, საქმის სწორად კეთებისთვის და კორუფციის მინიმიზებისთვის არის აუცილებელი“, - თქვა ნარმანიამ და დასძინა, რომ პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის მეორე აუქციონი 16 თებერვალს დასრულდა და მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მეგავატს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები