მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიუვიჟენ ჰოსპიტალი": შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება, თუმცა არა - სრული თავისუფლება

5fd8b1aa5cbe7
ინგა მურუსიძე
15.12.20 18:45
638
„ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორის მირზა ხინიკაძის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდთან ურთიერთობის კულტურა ვისწავლეთ.

როგორც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია.

„დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ვისწავლეთ კოვიდთან ურთიერთობის კულტურა, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ალბათ, წინა საახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას და ის შრომა, რაც აქამდე სახელმწიფოს და თითოეული ექიმის მიერ იქნა გაწეული, შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს“, - განაცხადა მირზა ხინიკაძემ.