06.აპრილი .2020 13:05

"ნუ მიხვალთ ეკლესიაში" - პაატა იმნაძე ქრისტიანებს მიმართავს

views 2141
უკან

"ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად",  - აღნიშნული მოწოდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"მე მინდა, მივმართო ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც.

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ კი სახლში უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა იმანძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა