„ვითხოვთ, რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს. როგორც დეპუტატი BMG-სთან აღნიშნავს, საქართველოში რუსული ინტერესები უნდა აღმოიფხვრას.
საქმე ისაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტი ერთი თვის წინ დააინიცირა.
„იმისათვის, რომ რუსეთმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ზემოქმედება და შიდა პოლიტიკაში ჩართვა ვერ შეძლოს, საჭიროა ამ კანონპროექტის მიღება. ქვეყანაში რუსული გავლენა უნდა შემცირდეს. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით განხილვა დაწყებული არ არის. იმედი მაქვს, „ოცნება“ საშუალებას მოგვცემს და პროცედურული ბერკეტებით ხელს არ შეუშლის“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთადერთი მტერი რუსეთის ფედერაციაა და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის რუსეთის გავლენების აღმოფხვრაა საჭირო.
„ჩვენი მთავარ ამოცანა კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროინტეგრაციაა, ამ მიზნის მიღწევას კი საქართველოში რუსული ინტერესების შემცირება სჭირდება. ჩვენი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, პროექტი ფურცელზე არსებობს და ჩვენი მიზანია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი