მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს 4.4 მლნ-ის სახელმწიფო კონტრაქტები აქვთ მიღებული - TI

5f5b48367d671
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.20 14:50
1072
მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 30 საარჩევნო ოლქში დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. როგორც წინა არჩევნების დროს, ახლაც პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის არაერთი ბიზნესმენი მოხვდა, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო დაკვეთებშიც იღებდნენ მონაწილეობას. კერძოდ კი, 30 კანდიდატიდან 19  ჩართულია სამწეარმეო საქმიანობაში და მათთან მთლიანობაში სხვადასხვა ფორმით 186 კომპანია არის დაკავშირებული. 

ამასთან, სხვა არჩევნების მსგავსად, ახლაც სიაში შესული ბიზნესმენი მსხვილი პოლიტიკური შემოწირულობებითაც გამოირჩევიან, მათ მიერ 2012-2020 წლებში განხორციელებული შემოწირულობა 740 ათასი ლარია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს" მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ლარი (ტენდერი – 623,450 ლარი; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ლარი).

მათ შორის, განსაკუთრებით დიდი მოცულობის სახელმწიფო კონტრაქტები არის გაფორმებული შემდეგი კანდიდატების კომპანიებთან:

გოჩა ენუქიძე - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი. გოჩა ენუქიძე 2008 და 2012 წელს ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 წელს ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა. გოჩა ენუქიძე სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია 31 კომპანიასთან. სახელმწიფო შესყიდვების გზით მის ერთ-ერთ კომპანიას ბოლო 8 წლის განმავლობაში 2.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. გოჩა ენუქიძე პირდაპირ წილებს ფლობს 5 კომპანიაში. მათგან უმსხვილესია შპს "იბერკომპანი", რომელსაც 2012-2020 წლებში მიღებული აქვს 912 პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტი საწვავის შესყიდვაზე, რომელთა საერთო ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აჭარბებს.

ანტონ ობოლაშვილი - ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი. მას 8 კომპანიაში აქვს წილი ან იკავებს დირექტორის/წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ 6 კომპანიას ფლობენ. ობოლაშვილთან დაკავშირებული უმსხვილესი კომპანია შპს "გლობალფარმია", რომელსაც 2012-2017 წლებში მიღებული აქვს 18 პირდაპირი კონტრაქტი, აქედან 17 მცირე – 43,472 ლარის ოდენობუთ, ხოლო ერთი დიდი – 210,119 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზე გაფორმებულმა კომპანია "დანი 2012"-მა 2013-2020 წლებში 600,000 ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღო.