მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტებით უნდა შეეწინააღმდეგოს"

63499baeb3e9b
BM.GE
14.10.22 21:35
501
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებსა და მოადგილეებთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი საკითხები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეეწინააღმდეგოს.

„გუშინ და დღეს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს შევხვდით. ეს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. საქართველოს მიმართ სოლიდარობა არის მყარი. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, დევნილების საკითხს, ამ მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოფილია.მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეეწინააღმდეგოს. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეზოლუციებში საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა", - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამის პირობასა და მზაობას გამოხატავენ ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებზე.

"როცა მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მიპყრობილია იმ საკითხზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპების საწინააღმდეგო ქმედება, ის რომ აგრესია არის მიუღებელი, ეს საქართველოს მიმართ მეტ ყურადღებას იწვევს. ყველასთვის გასაგებია, რომ ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა შეეწინააღმდეგოს საერთაშორისო ინსტრუმენტებით, რომ შესაბამის რეზოლუციებში საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა. ორმხრივ შეხვედრებზე გვქონდა საუბარი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას, რომლის მიღებაც ყოველ წელს განახლებული სახით ხდება. რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენ ასეთი დაპირება კოლეგებისგან მივიღეთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება. ასამბლეას 120-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 60-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება.