მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომნიბუსი": აუცილებელია სახელმწიფომ ავტოსადგურების კონტროლი განახორციელოს

5f4e6b0ba1e60
ანუკა ჯოხაძე
01.09.20 21:40
1464
“აუცილებელია სახელმწიფომ განახორციელოს ავტოსადგურების კონტროლი”- ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანია "ომნიბუსის" დირექტორმა ირაკლი კაბულაშვილმა განაცხადა. როგორც კაბულაშვილი ამბობს, დღეს ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა შექმნილი და ის ქაოსი, რომელიც ავტოსადგურებზე არსებობს, იმ კომპანიების განვითარებას, რომლებსაც ხარისხიანი მომსახურების მიწოდება სურთ, აფერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 2013 წელს დამტკიცებული ზოგადი რეგულაციები, რომელიც ავტოსადგურების ფუნქციონირებას არეგულირებს, კერძო სექტორი ამბობს, რომ აღნიშნულ რეგულაციებს ავტოსადგურების უმეტესობა მაინც არ იცავს.

“არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგულაციების შემოღების შემდეგ მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი რომ ეს რეგულაციები შესრულდეს, რადგან ამჟამადაც არსებობს ავტოსადგურების მოწყობის რეგულაციები, თუმცა არ არსებობს მექანიზმი ამ რეგულაციების შემოწმების და კონტროლის, სრულდება ისინი თუ არა. ამისთვის აუცილელებელი პირობა არის ის, რომ სადგურის მფლობელებმა რეალურად ჩაიხედონ რა წერია რეგულაციებში და იმის მიხედვით მოახდინონ თავიანთი ავტოსადგურების კეთილმოწყობა, მაგრამ ეს რომ მოხდეს აუცილებელია სახელმწიფომ განახორციელოს კონტროლი”, -ამბობს სატრანსპორტო კომპანია "ომნიბუსის" დირექტორი.