მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიიდან 6 თვის თავზე მთავრობის პოსტკრიზისული ხედვა კვლავ არ ჩანს" - სოსო ბერიკაშვილი

5f23f8bf9e50e
ინგა მურუსიძე
31.07.20 20:00
929

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, თუმცა ძალიან ნელა. როგორც მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში თქვა, ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ცოტათი შემსუბუქდა, მაგრამ ის კვლავ მკაცრი რჩება.

„სებ-ი სავარაუდოდ, გააგრძელებს განაკვეთის შემცირებას, მაგრამ ნელა. ალბათ ლოგიკურია ეს, რადგან ამ კრიზისს ახასიათებს ძალიან დიდი გაურკვევლობა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული გავიდა, რაღაც მონაცემები და მაჩვენებლები გვაქვს, გაურკვევლობა მაინც ძალიან დიდია და სებ-ი ვერ მიიღებს იმპულსურ და პოპულისტურ გადაწყვეტილებებს, ეს მისი მხრიდან არ იქნება სწორი“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ჩანს თუ არა პანდემიიდან 6 თვის თავზე მთავრობის პოსტკრიზისული ხედვა, ეკონომისტი პასუხობს, რომ  „6 თვის თავზე კი არა, უფრო ადრეც უნდა გამოჩენილიყო მთავრობის ხედვა, მაგრამ არა - ახლაც არ ჩანს“.

სოსო ბერიკაშვილმა შეაფასა ასევე  "საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნა, რომ  სტატისტიკაში გარკვეული პოზიტიური ტენდენციები ჩანს.

"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი ვარდნა ივნისში, რაღაც შანსები არსებობს იმისა, რომ უფრო ნაკლები გვქონდეს შემდეგ თვეებში. ივლისი უკვე გასულია და ვერ მოვახერხეთ საერთაშორისო ფრენები, ამას არც აგვისტოში ვაპირებთ, ამიტომ მინდა ვიყო პოზიტიური, თუმცა ვერ მოვახერხებ“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ივნისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველ 6 თვეში კი საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა.

"2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.