მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე გაზრდის - მესტვირიშვილი

644b7dc833e73
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 12:06
871
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„10 მაისს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გვექნება და ამ დროს ჩვენ გადავხედავთ პროგნოზებს. ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იყო, ჩვენ ამ პროგნოზს გადავხედავთ და 4.5%-მდე გავზრდით“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

კითხვაზე - რამ განაპირობა 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 7.2%-ით გაზრდა და რამდენად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე მიგრანტების ფაქტორი, არჩილ მესტვირიშვილმა თქვა, რომ მარეგულირებელი ამ შემოდინებას როგორც დროებით ფაქტორს ისე უყურებს და ფინანსურ სექტორი და ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს მზად.

„მიგრანტების ეფექტი შეიძლება ვადაში გაიწელოს, თუმცა ჩვენ ამ თანხას ვუყურებთ, როგორც რაღაც პერიოდის შემდგომ ეს ჭარბი ლიკვიდობა, რაც ახლა გვაქვს, შეიძლება ამის გადინება მოხდეს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები