მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Pandora Papers" - ახალი მასალები პოლიტიკოსების საიდუმლო ქონებებს ამხელს

615a095e7b735
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.21 23:46
4427
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) ბრიტანულ Guardian-თან და BBC-ისთან ერთად აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს, რომლებიც “Pandora Papers”-ის სახელით ერთიანდებიან. დოკუმენტები ეხება მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებსა და ქონებებს. მასში 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერის და 300-ზე მეტი თანამდებობის პირის შესახებაა ინფორმაცია.

ICIJ-ის ახალი გამოძიების სრული მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით ღია არაა, თუმცა, ინტერაქტიული რუკის თანახმად, საქართველოდან მასში 1 პირი ფიგურირებს - ჯერჯერობით უცნობია თუ ვის ეხება აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ICIJ-ის წინა გამოძიება - Panama Papers-ი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ოფშორის შესახებ შეიცავდა ინფორმაციებს.

Pandora Papers-ში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც მონაკოში საიდუმლო აქტივები ეკუთვნის. ასევე მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში დიდძალი (700 მლნ ფუნტზე მეტი) უძრავი ქონების გარიგებებში ფიგურირებდნენ.

გაჟონილი მასალები ეხება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, მილიარდერ ანდრეი ბაბიშსაც, რომელსაც ოფიციალური ქონებრივი დეკლარაციიდან დამალული აქტივები აღმოაჩნდა.

Pandora Papers-ი თითქმის 12 მილიონ დოკუმენტსა და ფაილს მოიცვას, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტების მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით ღია არაა.