რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაიწყეს მუშაობა მშენებლობის სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. BAG-ში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემატიკაზე, რომელთა ძირითადი ნაწილი, მათივე ცნობით, სახელმწიფო ტენდერების გზით შესყიდვებს უკავშირდება და ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი, მოძველებული ე.წ. „სნიპები“ (SNIP), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შესასყიდი მომსახურების და საქონლის ფასები და მახასიათებლები.
საბჭოთა დროინდელი ე.წ. "სნიპებით" მუშაობა რომ სექტორისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამას bm.ge-ისთან „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორიც ადასტურებს. "ძალიან კარგი იქნება, თუკი რომელიმე სერიოზული ასოციაცია პრიორიტეტულს გახდის ამ პრობლემების მოგვარებას", - ამბობს ანა საბახტარაშვილი.
თავის მხრივ, ის სამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:
"ე.წ. „სნიპებს“ რაც შეეხება, ეს სექტორისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება. რეალურად, პრაქტიკაში კვლავ მიდის მუშაობა საბჭოური „სნიპებით“, რომელიც რუსეთმაც კი განაახლა. ჩვენ საბჭოთა მემკვიდრეობით ეს გვერგო. ბუნებრივია, რუსეთის მაგალითს არ ავიღებთ, ევროპული პრაქტიკის შესწავლა კი, ჯერ ვერ მოხერხდა. ძველი პრაქტიკა თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ ითვალისწინებს, შესაბამისად, არ არსებობს მოქნილობა. ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი ამ კუთხით. პირველ რიგში, უნდა იქნას შერჩეული ევროპული სტანდარტი და შემდეგ მოვარგოთ ჩვენს რეალობს. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტების სწავლება პირველადი საპროექტო დაწესებულებებისთვის, რათა შემდეგ სამშენებლო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სტანდარტებით დაგეგმონ პროცესი.
მეორე პრობლემა არის დავების განხილვა - საქმე ძირითადად ეხება ტენდერებს. არსებობს დავების განხილვის საბჭო შესყიდვების სააგენტოში, მაგრამ იქ საქმის განხილვა ხდება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, ხოლო ხელის მოწერის შემდეგ უკვე განხილვები ჩვეულებრივ გადადის სასამართლოში. აქ უკვე დგება პრობლემა იმ ბევრი საქმეების გამო, რაც სასამართლოს აქვს, შესაბამისად, ყველაფერი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. ამ სიტუაციაში გამოსავლად შესაძლოა განიხილებოდეს არბიტრაჟი. კარგი იქნებოდა, რომ ალტერნატივად სწორედ არბიტრაჟი არსებობდეს სახელმწიფო ტენდერების დროს. ალბათ, ამ შესაძლებლობის განხილვაც შეიძლება.
კიდევ ერთი პრობლემა კვლავ „სნიპებს“ უკავშირდება, ვინაიდან ამის მიხედვით ხდება განფასება; ფორმულა არის ასეთი - კოეფიციენტი მრავლდება საბაზრო ფასზე. კვარტალში ერთხელ მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ ქვეყნდება გამოცემა, რის შემდეგაც ხდება ფასების განსაზღვრა. 99% შემთხვევაში ეს საბაზრო ფასს არ წარმოადგენს და უბრალოდ ეს არის დეკლარირებული საბაზრო ფასი. ხოლო, თავის მხრივ, დეკლარირებული, კვაზი ფასით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არ წამოადგენს რეალურ ღირებულებას. ამ ყველაფრის შედეგად არაადეკვატურად ხდება ვაჭრობა, ასევე ძალიან მაღალი ხარისხით მომუშავე კომპანია ვერ მონაწილეობს ტენდერში, რადგან არასაბაზრო ფასებით არის პირველადი თანხა დათვლილი. აქ ბევრი გამოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ, პირველ რიგში, ალბათ საბაზრო ფასების გამოანგარიშების ალტერნატიული საშუალება უნდა დადგინდეს, რაც უფრო ეფექტური იქნება ან საპროექტო დაწესებულებებმა ინდივიდუალურად უნდა მოახდინონ საპროექტო ფასების დადგენა. ორივე შემთხვევაში, შედეგი ის გვექნება, რომ მოხდება ადეკვატური ფასების დადგენა და ვაჭრობაც არ იქნება მოჩვენებითად სასიკეთო პროექტისთვის", - აცხადებს ანა საბახტარაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი