მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემა შეგვექმნა ჩინეთისა და ევროპის ბაზრებზე ღვინის გატანაში" – კომპანია „შუმი“

5f219f2499d8d
ინგა მურუსიძე
29.07.20 20:41
1053
პრობლემა შეგვექმნა ჩინეთსა და ევროპულ ბაზრებზე ღვინის გატანაში, ხოლო ადგილობრივმა ბაზარმა უდიდესი დარტყმა მიიღო, - ამის შესახებ ღვინის კომპანია „შუმის“ ხელმძღვანელმა, კაკო ცოფურაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ღვინის მწარმოებლებთან ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ უნდა დარჩეთ.

„იყო გარკვეული რყევები, ისეთი მოვლენა, როგორიც წელს არის, ალბათ ისტორიას არ ახსოვს. ამ მოვლენამ განსაკუთრებულად ცუდად იმოქმედა ექსპორტზე, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებზეც აისახა. რაც შეეხება შეხვედრას ღვინის სააგენტოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელიც გაიცემა ჩვენი მიმართულებით. მიუხედავად იმისა, გაყიდვები როგორ მიმდინარეობს, გვყავს ერთგული ჩამბარებლები, რომლებისგანაც ყოველწლიურად ვიღებთ ყურძენს და მათი დაღალატება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, პროცენტის სუბსიდირებას დახმარებად აღვიქვამთ, ვეცდებით არ გავაწბილოთ ჩვენი ერთგული პარტნიორები, ვისგანაც ყოველწლიურად ვიღებთ ყურძენს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გაყიდვებს, როგორც კაკო ცოფურაშვილი ამბობს, მის კომპანიას პრობლემები შეექმნა ჩინეთის მიმართულებით და შენელებულად მიდიოდა ღვინო ევროპულ ბაზრებზე, ხოლო ადგილობრივ ბაზარს უდიდესი დარტყმა მიადგა.

„ჩვენ გვაქვს ტურისტული კომპლექსი საწარმოში. უნდა ითქვას, რომ ამ სექტორმაც უდიდესი დარტყმა მიიღო“, - განაცხადა მან.