მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერძო სექტორს მინდა ვუთხრა, მეტი აქტიურობა გამოავლინონ დასავლეთის ბაზრებზე“

642ee657e53cc
ალა ისპირიანი
06.04.23 19:30
504
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას თქვა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებენ, ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ბაზრების დივერსიფიკაციის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება. სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს,რომ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება არასახარბიელოა და კერძო სექტორს დასავლეთის ბაზრებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ვმუშაობთ კერძო სექტორთანაც, რომ მაქსიმალურად გადახედონ თავიანთ გრძელვადიან სტრატეგიას და ის მოკლევადიანი მოგება, შემოსავლები რასაც ერთ კონკრეტულ ბაზარზე ნახავენ ბაზრის დივერსიფიკაციისკენ და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართონ. იმედი მაქვს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შედეგს გამოიღებს.

ყველა ბაზარს მუშაობა სჭირდება. კერძო სექტორს მინდა ვუთხრა, რომ მეტი აქტიურობა გამოავლინონ დასავლეთის ბაზრებზე. გვერდზე რომ გადავდოთ ყველა პოლიტიკური ფაქტორი, არ არის სახარბიელო როდესაც ერთ კონკრეტულ ბაზარზე ხარ დამოკიდებული.

ასევე ბაზრების სპეციფიკის სწავლად მნიშვნელოვანია. მაგალითად ევროკავშირის ბაზარზე ერთიანი მიდგომაა და ლოჯისტიკურად ამის კარგად გამოყენება შეიძლება. აშშ-ში კი სრულიად სხვა სიტუაციაა, შეიძლება შტატების მიხედვით სხვა და სხვა წესები იყოს - ანუ რეალურად 50 სხვა და სხვა ბაზარია.

ამ ბაზრების შესწავლასთან დაკავშირებით ყოველ წელს ვმართავთ სემინარებს და დიდი დასწრებაა ამ მხრივ და დიდი იმედი მაქვს კერძო სექტორი აქცენტს მეტად გააკეთებს აქცენტებს დასავლეთის ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები