მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროცესი ჯერ კიდევ მართულია" - ეკატერინე ტიკარაძე მთავარ გამოწვევას ასახელებს

5e8c737474b6d
ინგა მურუსიძე
07.04.20 16:42
966
"მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად გაუმჯობესება არის მთავარი გამოწვევა იმისთვის, რომ სტატისტიკა არ გაუარესდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია მართულია, არის ე.წ. მწვერვალები, თუმცა დინამიკა ცუდი არ არის.

„ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი არის მართვადი. თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, არის პატარ-პატარა მწვერვალები, როცა გვაქვს დღეში დაინფიცირებული პაციენტების რადენობა 10, 11, 14, 18, მაგრამ არის დღეები, როცა საერთოდ არ დაფიქსირებულა შემთხვევა ან არის დღეები, როცა 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაფერი გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ პროცესი ჯერ კიდევ არის მართული, თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად გაუმჯობესება არის დღეს მთავარი გამოწვევა იმისთვის, რომ ის სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს, არ გაუარესდეს და ასე შევძლოთ დინამიკაში პროცესის მართვა იმისთვის, რომ იმ შედეგებზე გვქონდეს პრეტენზია, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში.