მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პუტინს ბევრად დიდი ამბიციები აქვს, მას ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს" - ბაიდენი

6217dfd193b13
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 23:59
1733
აშშ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ზომებს რუსეთის ეკონომიკაზე მძიმე გავლენა ექნება. აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს პუტინის მიზნებზე, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. 

"თქვენ მოუსმინეთ მის სიტყვით გამოსვლას, რომელიც უკრაინაში შეჭრამდე იყო? ის თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა, მას ბევრად უფრო დიდი ამბიციები აქვს, ვიდრე უკრაინაა, მას სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, სწორედ ამას ეხება ეს მოქმედებები.

ჩემი აზრით ეს ამბიციები სრულ წინააღმდეგობაშია იმ მდგომარეობასთან [წესრიგთან] რასაც მთელმა მსოფლიომ მიაღწია "- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის ეკონომიკური სანქციები რუსეთს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეეხება, საუბარია ბიზნესის დოლარსა და ევროში კეთების შეზღუდვაზე, ასევე რუსული ბანკების აქტივების გაყინვასა და რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიური საქონლის მიწოდების აკრძალვაზე.

"ავტორიზებას ვახდენ ახალი სანქციების პაკეტის, რომელიც რუსეთს საკმაოდ მძიმე დაუჯდება. ეს შეეხება იმ საქონლის ჩამონათვალს, რისი ექსპორტიც შეიძლება რუსეთში განხორციელდეს; სანქციები შევიმუშავეთ ისე, რომ მაქსიმალური იყოს მათი გავლენა რუსეთზე და მინიმალური აშშ-სა და მის მოკავშირეებზე. აშშ არ აკეთებს ამას მარტო, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან და მთლიანობაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკის მოცულობა გლობალური ეკონომიკის ნახევარზე მეტია.

ჩვენ მათ შევუზღუდავთ ბიზნესის დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინსა თუ იენში კეთებაზე.

ჩვენ უკვე ვიხილეთ ეფექტი, რაც ამას რუბლზე ჰქონდა, რომელიც დღეს ისტორიულად გაუფასურდა, რუსული საფონდო ბირჟა ჩამოიქცა, მათ მთავრობას კი ვალის მოზიდვა 15%-ით გაუძვირდა.

დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსულ ბანკებს, რომელთა აქტივებიც 1 ტრილიონს აღემატება.

ჩვენ უმსხვილეს რუსულ ბანკებს ჩავკეტავთ ფინანსური სისტემიდან, ასევე კიდევ 4 მსხვილ ბანკს ჩავსხნით საფინანსო სისტემიდან. ეს ეხება VTB ბანკს, რომელიც რუსეთში მეორე უმსხვილესი ბანკია, რომელსაც 250 მილიარდის აქციები ეკუთვნის.

სიას ემატება რუსული ელიტებიც, ჩვენ შემდგომ დღეებში კიდევ დავამატებთ ოლიგარქების სიას. სამშაბათს ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების პირველი ნაწილი, ახლა ვაცხადებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე, კომპანიებზე, რომელთა ჯამური აქტივებიც 1.4 ტრილიონს აღემატება.

ეს სანქციები შედეგებს დროთა განმავლობაში გამოიღებს. მთლიანობაში რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების იმპორტს გავანახევრებთ, დარტყმას მივაყენებთ მათ სამხედრო ინდუსტრიას, მათი გემთმშენებლობის სექტორს,"-

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები