მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ ფონდი" დაეხმარება სახელმწიფოს, უფრო ეფექტურად უპასუხოს გამოწვევებს - ბიზნესომბუდსმენი

5e970a2e83cf8
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.20 17:25
1241
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა StopCov ფონდში დღეისთვის არსებული თანხების მოცულობასა და მის განკარგვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ფონდის" სახელით ფონდში ყველაზე დიდი შენატანი გააკეთა.

"როგორც ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს, "ქართუ ფონდი" საქართველოს მთავრობას ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.

"კოვიდ-19-თან ბრძოლაში, საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს.

დღევანდელი მონაცემით ფონდში 128 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული და შენატანები 4,000-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა განახორციელა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციები და ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია "ქართუ ფონდის" მეშვეობით - 100 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც არის ყველაზე დიდი კონტრიბუცია აღნიშნულ ფონდში და უპრეცენდენტო, რისთვისაც მას უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ და დარწმუნებული ვართ რომ აღნიშნული ფონდი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და დაეხმარება სახელმწიფოს რომ უფრო ეფექტურად უპასუხოს ბევრ გამოწვევას სამედიცინო და სოციალური მიმართულებით, რომელიც დადგა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და რომელიც დადგება ხვალაც", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიზნესომბუდმენმა აღნიშნა, რომ #STOPCOV-ის ფონდში, როგორც კომპანიებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ ვირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მისი თქმით, აკუმულირებული თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა და ეს პროცესი გამჭირვალე იქნება.

"ზუსტი საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატი სახელმწიფო უწყებებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაშია და სადაც ამის აუცილებლობა იქნება, თანხაც იმ სფეროს მოხმარდება. თანხის გადანაწილების პროცესი გამჭვირვალე იქნება და ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული თითოეული თეთრი კანონის შესაბამისად დაიხარჯება.

აღნიშნული თანხა ცალსახად მოხმარდება სამედიცინო საჭიროებების და ყველაზე კრიტიკული სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ მომენტისთვის ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. თუმცა როგორც კი დადგებას საჭიროება სამედიცინო მიმართულებით და სოციალური საჭიროებით, მაშინვე დაიწყება აღნიშნული თანხების განკარგვა.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ ფონდში აკუმულირებული თანხები დაიხარჯება ძალიან ტრანსპარენტულად საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.