მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ღვინის ცნობადობა ევროპულ ბაზარზე დაბალია" - "ხიტირის მარანი"

628f8f34bc74d
ანუკა ჯოხაძე
26.05.22 22:25
1306
ღვინის კომპანია "ხიტირის მარნის" დამფუძნებელი BM.GE-თან აცხადებს, რომ ევროპის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია, პოპულარიზაცია აქტიურად უნდა ხორციელდებოდეს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მეღვინეებისთვის ცნობიერების ამაღლება, რათა ყველა იმ დეტალის საქმის კურსში იყვნენ, რაც მათ ევროპის ბაზარზე ექსპორტისთვის სჭირდებათ.

“ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა ევროპულ ბაზარზე. ქართული ღვინო რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენმა მწარმოებელმა იცოდეს, კარგად გაერკვიოს ევროპული ბაზრის ნიუანსებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი, რადგან ამ მიმართულებით გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით. ჯერ-ჯერობით ქართული ღვინის ცნობადობა ევროპის ბაზარზე დაბალია.

მნიშვნელოვანია, რომ იქაურმა მომხმარებელმა ქართული ღვინის გემოს ნიუანსები კარგად უნდა გაიგოს, ამას კი ვერ გაიგებს, თუ არ მოხდა ხშირად მისი წარდგენა და პოპულარიზაცია", - ამბობს "ხიტირის მარნის" დამფუძნებელი დავით ხიტირი.

ცნობისთვის, "ხიტირის მარანი" მიმდინარე წელს წარმოებას 10 ტონიდან 20 ტონამდე ზრდის. ამ ეტაპზე "ხიტირის მარნის" ღვინო ექსპორტზე საფრანგეთში გადის, თუმცა მოლაპარაკებები პოლონეთისა და ჩეხეთის კომპანიებთან მიმდინარეობს.