მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი „შენი ხელმოწერით“ – „რეზერვმა“ ექსკლუზიური ღვინო „შატო ლევილი“ ჩამოასხა

646f6a06d385f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.23 19:10
1474
ახლად გახსნილმა რესტორანმა „რეზერვი“, 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ახალი ღვინის ბრენდი „შატო ლევილი“ შექმნა.

რესტორანმა ამ ბრენდით რვა დასახელების ღვინო ჩამოასხა, რომელთა დაგემოვნება და შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ „რეზერვის“ სტუმრებს 26 მაისიდან შეეძლებათ. ამიტომ „შატო ლევილის“ წარმოება ლიმიტირებულია. რესტორნის მენეჯმენტში „შატო ლევილის“ შექმნის იდეაზეც საუბრობენ.



„ექსკლუზიური ღვინო "შატო ლევილის" სახელი საფრანგეთში, ლევილის მამულს ეძღვნება. ეტიკეტზე 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან რამდენიმე ხელმოწერაა განთავსებული. ეტიკეტზევე არის დატოვებული ამ ხელმოწერების ქვემოთ ადგილი "შენი ხელმოწერისათვის".

მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ამ ღვინოს შეიძენს, ამავე ეტიკეტზე ხელს მოაწერს და 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დოკუმენტს სიმბოლურად შეუერთდება“, - ამბობენ ბრენდის ავტორები.

აღსანიშნია, რომ Fine Dining-ის სტილის რესტორანი თბილისში 9 აპრილის ქუჩაზე ერთი თვეა გაიხსნა. ახალი გასტრონომიული სივრცე სტუმრებთან თავს ფიუჟენ სამზარეულოთი იწონებს. ფინეთიდან სპეციალური მოწვევით ჩამოსული შეფი ტომი რისანენი კი კერძებს იტალიური და ფრანგული სამზარეულოს მიქსით, დაბალანსებული სკანდინავიური ცოცხალი გემოებითა და აზიური ელემენტებით ქმნის. 26 მაისიდან კი რესტორანში მისულ სტუმრებს „შატო ლევილის“ ბრენდის ღვინის დაგემოვნებაც შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები