"ქართულმა ოცნებამ" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. ღონისძიება დღეს ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა და მასზე პოლიტიკური საბჭოს წევრებმა ორგანიზაციის გამგეობის წევრობაზე 31 კანდიდატს დაუჭირეს მხარი.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები გახდნენ - საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი; პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი; სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე; „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე; „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაია მენაღარიშვილი; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი; პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ბაია კვიციანი; ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე; თელავის საკრებულოს წევრი თინათინ ხანჯალიაშვილი; დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა; ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ინა კაპანაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე; ზუგდიდის საკრებულოს წევრი ნანა ხუფაცარია; ქუთაისის საკრებულოს წევრი მარეხ ნიჟარაძე; ქალთა ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქრისტინა კობახიძე; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოანი; წარმომადგენელი აზერბაიჯანული თემიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში ნიგარ ორუჯოვა; წარმომადგენელი აფხაზეთიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში ნაირა მარშანია. წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში მაია ცოტნიაშვილი.
ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაძლიერებასა და გააქტიურებაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიის შექმნაში ქალებს ყოველთვის მნიშნელოვანი ადგილი ეკავათ, თუმცა მათი გაძლიერების მიზნით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით.
თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა. დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს - ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა - ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
ასე, რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ თანადგომას გპირდებით და თქვენი, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევას და წარმატებას გისურვებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას