მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი სტუდენტებისთვის გერმანიის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი ჩაინიშნება"

5f2a6cbe1b943
ინგა მურუსიძე
05.08.20 12:50
1111

გერმანიაში სამუშაოდ ქართველი სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება, - ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააჟღერა.

საქმე იმაშია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქართველი სტუდენტები ითხოვდნენ, მისცემოდათ შესაძლებლობა დროებითი დასაქმების მიზნით გამგზავრებულიყვნენ გერმანიაში, როგორც სხვა დროს. განხილვების და საპროტესტო აქციის შემდეგ მთავრობამ ე.წ. სოციალური ფრენა დაგეგმა და სტუდენტების ჯგუფი გერმანიაში გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ კი ასობით სტუდენტის სახელით კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა, სადაც ისინი დამატებითი რესისი დანიშვნას ითხოვდნენ. 

„რაც შეეხება გერმანიაში დასაქმებულ ქართველ სტუდენტებს. ჩვენ მათთვის დავაორგანიზეთ ე.წ. სოციალური რეისი. ახლა გვაქვს ინფორმაცია ახალგაზრდული დეპარტამენტიდან, რომ კიდევ არის იგივე პირობებით გამგზავრების მსურველთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ დადასტურებული იქ მუშაობის უფლება. ვმუშაობთ იმაზე, რომ შემდგომი რეისიც ჩავნიშნოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს, რომ ბილეთები სუბსიდირებულ ფასად შეიძინონ და გაემგზავრონ გერმანიაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩარჩენილმა სტუდენტებმა განცხადება დღესაც გაავრცელეს. 80-მდე სტუდენტი, რომელიც უნგრეთში სწავლობს, მთავრობას გამგზავრებაში დახმარების თხოვნით მიმართავს.