ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა ბერეკაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისში 150-მდე ყაზახი ტურისტი იმყოფება, რომლებმაც გაფრენა ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გამო ვერ მოახერხეს. მათი დიდი ნაწილი წყალტუბოშია გადაყვანილი, ნაწილი საკუთარი ფინანსური რესურსით რჩება საქართველოში, დაახლოებით ხუთი ვიზიტორი კი რეისის შესრულებას აეროპორტში ელის.
დარჩენილი ყაზახი ტურისტების დახმარების მიზნით, ასოციაცია რეგიონში არსებულ სასტუმროებს ქალებისა და ბავშვების დაბინავებაში დახმარებისკენ მოუწოდებს.
“სპონტანურად გავაკეთეთ ამის ორგანიზება, როგორც ვიცით ტურისტების ნაწილი წყალტუბოში გადაიყვანეს, ნაწილი თავიანთი ფინანსებით დარჩნენ და გაიხანგრძლივეს ვიზიტი, ხუთი ადამიანია აეროპორტში ვინც რეისს ელოდება. აქედან გამომდინარე გვინდა გავიგოთ რამდენია დაუბინავებელი. ქალები და ბავშვები თუ არიან დარჩენილები, გავინაწილებთ და დავეხმარებით. პოსტი დავდეთ ჯგუფში იმისთვის, რომ ვიცოდეთ ხვალ და ზეგ რამდენი სასტუმრო იქნება მზად იმისთვის, რომ იქ განვათავსოთ ეს ადამიანები, დანარჩენს კი ადგილზე ჩავუტანდით პროდუქტებს.
ჩვენი ინფორმაციით, სულ 150 ადამიანია. გუშინ დილით მოასწრო ერთმა რეისმა გაფრენა, დანარჩენებისთვის დაიკეტა და კავშირზეც ვეღარ გამოდიან, რომ გაიგონ როდის შესრულდება ფრენა, გაურკვეველ ვითარებაში არიან. თუ საჭიროება დადგება ადგილობრივი სექტორი მათ დაბინავებას ვეცდებით", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, ყაზახეთში არეულობაა. ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა გუშინ დაიკავეს.
გამოცემა centralasia-ს თანახმად, გუშინ ღამით აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, გადაიდო ჩამომფრენი და გამფრენი რეისებიც. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი და გამორთულია სატელევიზიო არხების ნაწილიც.
ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა - "ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია”
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას